Danfoss AKVP ამაორთქლებელში პროცესის მართვისათვის

Danfoss AKVP  ამაორთქლებელში  პროცესის მართვისათვის

მომავალი თაობის ელექტრონული გამაფართოებელი სარქველი. 

გაუმჯობესებული AKVP‐ს საშუალებით გადავდივართ ტექნოლოგიის მაღალ დონეზე. 
ADAP KOOL® ჭკვიან კონტროლერთან ერთობლობაში ეს არის ყველაზე ენერგოეფექტური გადაწყვეტილება.
 

AKVP ელექტრონული გამაფართოებელი სარქველის 6 ძირითადი უპირატესობა:
 

  1.  სიმარტივე - ახალი AKVP‐ს გამოიყენება CO₂ და FHC მაცივარაგენტებისათვის, რის ხარჯზეც მარტივდება შერჩევა 40%-ით.
     
  2. გაზრდილი სიმძლავრე -გამტარობის გაზრდილი კვეთი CO₂ მაცივარგენტისათვის, ზრდის სიმძლავრეს 50% -ით.
     
  3. პრობლემის აღმოჩენა და დიაგნოზირება - Danfoss ADAP KOOL® კონტროლერთან ერთობლობა გვაძლევს სისტემის დაბალანსების და დისტანციური კონტროლის საშუალებას. ადაპტირებული ყინულის ლღობის პროცესი კი მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის ეფექტურ მუშაობას.
     
  4. დამცავი სოლენოიდური სარქველის ფუნქცია - ძაბვის დაკარგვისას წყვიტავს მაცივარაგენტის მიწოდებას ამაორთქლებელში. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება დავიცვათ კომპრესორი დაზიანებისაგან.
     
  5. „Soft-Pulse” ტექნოლოგია - AKVP‐ს მართვა ხდება „Soft-Pulse” ტექნოლოგიით, რაც ამცირებს სარქველის ჩაკეტვა-გაღებით გამოწვეულ ვიბრაციას მილებში.
     
  6. მაღალი ენერგოეფექტურობა - ADAP-KOOL®-ის მართვის ალგორითმის გამოყენება შედეგად გვაძლევს 25% ენერგიის დაზოგვას მექანიკური ტიპის გამაფართოებელ სარქველთან შედარებით.

სხვა სიახლეები