სიახლეები

სუპერლონი, ახალი საიზოლაციო პროდუქცია ჩვენს კომპანიაში

1 ოქტომბერი 2014

ტრადიციად იქცა ჩვენს კომპანიაში ახალი პროდუქციის დამატება და მსოფლიოში საუკეთესო ბრენდების პროდუქციის წარმოდგენა საქართველოში. ამჯერად წარმოგიდგენთ საიზოლაციო მასალებს მალაიზიური კომპანია სუპერლონი–სგან. წარმოგიდგენთ საიზოლაციო მილებს, საიზოლაციო ლენტებს, საიზოლაციო საფარველებს. სხვადასხვა ზომის, სისქის. ასევე სპეციალიზირებული წებო საიზოლაციო მასალების გადასამბელად. იხილეთ პრაის ლისტში სპილენძის მილების გვერდზე.

რა არის HFO-1234YF? ახალი მაცივარაგენტი.

25 დეკემბერი 2013

რა არის HFO-1234yf? ეს არის ახალი მაცივარაგენტი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA)საბოლოო თანხმობა და რომელიც 350ჯერ ნაკლებ ზიანს აყენებს ატმოსფეროს, ვიდრე ამჟამად გავრცელებული HFC-134A (R-134A). HFO-1234yf, არაოზონდამშლელი მაცივარაგენტი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა ახალი მსუბუქი და სატვირთო მანქანის კონდიცირების სისტემაში აშშ–ში. EPA-ს აზრით HFO-1234yf–ს გააჩნია გლობალური დათბობის პოტენციალი, რომელიც 99.7% ნაკლებია ვიდრე HFC-134A–ს, ეს კი შესაძლებლობას იძლევა შეამციროს ტრასპორტის კონდიცირების ზეგავლენა გარემოზე. HFO-1234yf განვითარდა DuPont და Honeywell - ის თანამშრომლობით და მოწონებულ იქნა ამერიკაში. ამავე დროს იაპონიამ და ევროპამაც გადაწყვიტა მისი ადაპტირება თავიანთ ქვეყნებში HFC-134A–ს შესაცვლელად. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენებოდა 1990–იან წლების შუა პერიოდიდან, კერძოდ 1994 წლიდან, მან შეცვალა R12, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა ოზონის ფენას. მაგრამ HFC-134A არ აღმოჩნდა გარემოსთვის ისეთი უსაფრთხო, როგორიც ეგონათ.

კონტაქტი

0159 ბოხუას ქ. 4, მიონი, თბილისი, საქართველო

+995 322 421555

+995 577 452960