რა არის HFO-1234YF? ახალი მაცივარაგენტი

რა არის HFO-1234yf? ეს არის ახალი მაცივარაგენტი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA)საბოლოო თანხმობა და რომელიც 350ჯერ ნაკლებ ზიანს აყენებს ატმოსფეროს, ვიდრე ამჟამად გავრცელებული HFC-134A (R-134A). HFO-1234yf, არაოზონდამშლელი მაცივარაგენტი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა ახალი მსუბუქი და სატვირთო მანქანის კონდიცირების სისტემაში აშშ–ში. EPA-ს აზრით HFO-1234yf–ს გააჩნია გლობალური დათბობის პოტენციალი, რომელიც 99.7% ნაკლებია ვიდრე HFC-134A–ს, ეს კი შესაძლებლობას იძლევა შეამციროს ტრასპორტის კონდიცირების ზეგავლენა გარემოზე. HFO-1234yf განვითარდა DuPont და Honeywell – ის თანამშრომლობით და მოწონებულ იქნა ამერიკაში. ამავე დროს იაპონიამ და ევროპამაც გადაწყვიტა მისი ადაპტირება თავიანთ ქვეყნებში HFC-134A–ს შესაცვლელად. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენებოდა 1990–იან წლების შუა პერიოდიდან, კერძოდ 1994 წლიდან, მან შეცვალა R12, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა ოზონის ფენას. მაგრამ HFC-134A არ აღმოჩნდა გარემოსთვის ისეთი უსაფრთხო, როგორიც ეგონათ.